Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მაიკლ კოული: საქართველოს ისტორიიდან, ლიდერობის მაგალითები მთელმა მსოფლიომ უნდა ისწავლოს

5672e2413c018
ნინო კვინტრაძე
17.12.15 20:23
1304
მაიკლ კოული თბილისში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. მასტერკლასები ლიდერობაზე ქართველმა ახალგაზრდებმა მსოფლიოში ცნობილი ტრენერისგან მოისმინეს. კოული ლიდერობას და სტრატეგიულ დაგეგმარებას ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტებში სწავლობდა, ამჟამად კი მასტერკლასებს კემრიჯის უნივერსიტეტში ატარებს. ის ასევე წლების განმავლობაში Reuters-ის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი იყო. რა პოტენციალი აქვთ ქართველ ახალგაზრდებს და როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის სწორი განვითარება და მართვა, - "ბიზნესკონტაქტი" მაიკლ კოულს ესაუბრა.
 
- პირველად საქართველოში ორი წლის წინ ჩამოვედი. ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა არა მხოლოდ ლამაზი ქვეყნის ნახვის, არამედ მეგობრების შესაძენისაც. საქართველოში მეგობრის შეძენა ძალიან მარტივია. ქართველებს საოცრად სტუმართმოყვარეები ხართ, ასევე გაქვთ დიდი უნარი მოახდინოთ საუკეთესოს გაზიარება სხვისთვის. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ლიდერობის სწავლას მოვახმარე. საქართველოში რამოდენიმე დღეა ტრენინგებს ვატარებ და ქართველები უზღვავ ენერგიას და სწავლის სურვილს იჩენენ. ქართველებს უყვართ სწავლა, აქვთ იუმორის კარგი გრძნობა, მოწოდებულები არიან რომ ჰქონდეთ უკეთესი მომავალი. რაც მთავარია თქვენ გიყვართ თქვენი ქვეყანა და გსურთ მისი განვითარება. ლიდერობის შესწავლით, შეგიძლიათ საკუთარი შესაძლებლობები სამუშაო ადგილს, ორგანიზაციისა და ქვეყნის განვითარებას მოახმაროთ.

15 საათიანი ტრენინგის შემდეგ კვლავ ვხედავ მოთმინებას და ენერგიას. საქართველო მდიდარია ისტორიით. ტრენინგების დროს ლიდერობის არაერთ მაგალითს სწორედ საქართველოს ისტორიიდან ვისმენ. საქართველოს ისტორია ლიდერობის კუთხითაც მდიდარია. ქართველები სიამაყით ამბობენ რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. საქართველოს ისტორიში ბევრია ლიდერობის მაგალითები და ფაქტები, რომლებიც სწავლებაში უნდა გადაითარგმნოს და შემდეგ მთელმა მსოფლიომ ისწავლოს.

- ქართული ღვინო გასინჯეთ?

ქართულ ღვინოს ყოველ საღამოს ვსვამ. საქართველოში ღვინის შესახებ ცონდა ყველას აქვს, მათ შორის თინეიჯერებსა და ბავშვებსაც კი. ყველგან ვერ შეხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც მეღვინეობას სწავლობენ. როდესაც ვუყურებ საქართველოს ლამაზი ადგილების ფოტოებს, ყოველთვის ვფიქრობ რომ აქ კიდევ ერთხელ დავბრუნდები და მოვინახულებ ამ უმშვენიერეს ბუნებას. საქართველო ლამაზი ქვეყანაა და ამით უნდა იამაყოთ.

- ამ ყველაფრის ტურიზმის ინდუსტრიაში განვითარება როგორ უნდა მოხდეს?

- ნებისმიერი საკითხის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია რომ გიყვარდეთ ის. იმისთვის რომ საქართველო განავითაროთ ის უნდა გიყვარდეთ. საქართველოში ეს ასეც არის, ქართველები ძალიან ამაყობენ თავისი ქვეყნით. პასუხიც სწორედ აქ არის, - ქვეყნის სიყვარული გაძლევთ ცოდნას, რომელიც შემდგომ ლიდერობაში იზრდება, როგორც მეწარმეობაში, ასევე სოფლის მეურნეობასა და მთლიანად ეკონომიკაში.

- ქართველების სუსტ მხარეებს სად ხედავთ?
 
- ყველა ქვეყანას აქვს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები. იდეალური არავინაა. რაც დავინახე არის ის რომ ქართველები ძალიან ემოციური ხალხია. თქვენ საკითხის დიდ ხანს განხილვა გიყვართ, დიდ ხანს ლაპარაკი, ენერგიით ხართ სავსე. დიალოგები აქ ხანდახან საათები გრძელდება. მთელს ამ ენერგიას სწორი მიმართულებით ფოკუსირება სჭირდება, რაც დიდ სარგებელს მოგიტანთ.

რაც დავინახე არის ის რომ ქართველები ძალიან ბევრ ღვინოს სვავენ, მაგრამ ხშირად არ თვრებიან, რადგან ღვინოს გააზრებულად იყენებთ.

სრულ ინტერვიუს მაიკლ კოულთან უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.