Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Londonist-ი ლონდონში მდებარე, საუკეთესო ქართულ რესტორნებს ასახელებს

56def0fe03cf8
BM.GE
08.03.16 19:29
1309
გამოცემა Londonist-ი ლონდონში მდებარე საუკეთესო ქართულ რესტორნებზე სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართული სამზარეულო უნიკალური და გამორჩეულია, თუმცა მას კავკასიის რეგიონის გარეთ ბევრი არ იცნობს. ავტორი წერს, რომ დღეს ლონდონში ქართული სამზარეულო მეტად ხელმისაწვდომი გახდა. გამოცემა იუწყება, რომ ქართველი ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა და ქართული სუფრა ხშირად რამდენიმე საათიც კი გრძელდება, ასევე აღნიშნულია რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ღვინის წარმოება დაიწყო.
 
"ძალიან გაგიმართლებთ, თუ ქართულ სუფრაზე, ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ სიმღერას მოისმენთ. ქართული კერძების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია", - წერს ავტორი. ის რამდეინმე ქართულ კერძზე აკეთებს აქცენტს, მათ შორის ხაჩაპურზე, ფხალზე, ბადრიჯანზე, ლობიოზე, ჩაქაფულზე, ხინკალზე, ხარჩოსა და ჩურჩხელაზე და მკითხველს თითოეულ მათგანს დეტალურად აცნობს. 

რაც შეეხება საუკეთესო ქართულ რესტორნებს ლონდონში, მათ შორის ავტორმა ოთხი დაასახელა: პატარა საქართველო (LITTLE GEORGIA), ქართველი (The Georgian), იბერია (Iberia) და თბილისი (Tbilisi).

ქართულ ღვინოზე საუბრისას ავტორი მკითხველს საფერავისა და რქაწითელის დაგემოვნებას ურჩევს, ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ ნაწარმად კი აჯიკას ასახელებს, "ჩვენი აზრით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სოუსია, ასე რომ არ დაგავიწყდეთ მისი შეკვეთა", - წერს Londonist-ი.