ლონდონის საფონდო ბირჟას წმინდა მოგება 9 პროცენტით გაეზარდა. Reuters-ის ცნობით, 2016 წლის პირველ კვარტალში ბირჟის წმინდა მოგებამ 565,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემოსავალი ამ პერიოდში 8%-ით, 522,4 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს Deutsche Borse-თან შერწყმის საკითხზე მუშაობა. ამ დროისთვის მხარეები აუცილებელ დოკუმენტაციას ამზადებენ.