Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

LinkedIn-ის დირექტორმა საკუთარი $14 მილიონიანი პრემია თანამშრომლებს მისცა

56d8500e7f628
BM.GE
03.03.16 18:50
1283
ჯეფ ვეინერმა საკუთარი საფონდო პრემია, რომლის ღირებულებაც 14 მილიონ დოლარს შეადგენდა, კომპანიის თანამშრომლების სასარგებლოდ დათმო. ბოლო პერიოდში, კომპანიის აქციების ფასი ეცემა, ვეინერის ქმედება კი თანამშრომლებში, კომპანიის მიმართ ნდობის გამყარებისკენ იყო მიმართული.
 
"ჩვენ ვართ იგივე კომპანია, რომელიც მოგების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ვიყავით, არაფერი შეცვლილა, ჩვენ გვყავს იგივე თანამშრომლები, იგივე გუნდი, მე ისევ აღმასრულებელი დირექტორი ვარ და რაც მთავარია ჩვენ გვაქვს იგივე ხედვა და მიზნები, რაც გვქონდა, მანამ სანამ შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ვნახავდით. ჩვენ არაფერი შეგვიცვლია", - განაცხადა ვეინერმა კომპანიის ერთ-ერთ კრებაზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს კომპანიის აქციების ფასი, შემოსავლების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, ერთ დღეში თითქმის 43 პროცენტით დაეცა.

ჯეფ ვეინერის ქონება ამ დროისთვის 60 მილიონს აჭარბებს.