Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლევან კალანდაძე: მაქვს მოლოდინი, რომ ახალი მთავრობა უფრო პრობიზნესური იქნება

567bc1a70ec4f
BM.GE
24.12.15 13:54
1081
ლევან კალანდაძე პრემიერის გადადგომის შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკურ არასტაბილურობას არ ელოდება. ექსპერტი „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება მეტად პრობიზნესური პოლიტიკის გამტარებელი იქნება. მაგალითად კალანდაძეს გიორგი კვირიკაშვილი მოჰყავს, რომელიც მისი თქმით ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციით გამოირჩევა.
 
"პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. გარკვეულობა და სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკური გაურკვევლობის არანაირი ნიშნები საქართველოში არ არის. პრემიერები მიდიან და მოდიან ამით კი შეიძლება პოლიტიკური კურსი შეიცვალოს ან პოლიტიკური გაუგებრობა შეიქმნას, მაგრამ საქართველოში მსგავსი არაფერია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა პოლიტიკური კურსია არჩეული. მათ შორის არ იცვლება ეკონომიკური კურსი.

ბუნებრივია ეკონომიკაში სიახლეები იქნება, რამდენიმე ლოგიკური ფაქტორის გამო. ახალი პრემიერი თავისთავად სიახლის მომტანი იქნება. ის ადამიანები, ვიზეც არის საუბარი კიდევ უფრო პრობიზნესური პოლიტიკის გამტარებლები იქნებიან. მაგალითად ბატონი კვირიკაშვილი, რომელსაც აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ბიზნესთან, - კარგად ვიცით მისი ხედვა ბიზნესთან დაკავშირებით.

პრემიერის გადადგომაში ბიზნესისთვის საფრთხის შემცველს ვერაფერს ვხედავ. ბიზნესისთვის პრობლემა არის პოლიტიკურ კუსთან დაკავშირებული გაუგებრობა, - დღეს ეს ქვეყანაში არ გვაქვს. მე მაქვს მოლოდინი, რომ ახალი მთავრობა უფრო პრობიზნესური იქნება", - განაცხადა კალანდაძემ.