25.Nov.2015 15:52
Economy

ლევან კალანდაძე: ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოს შექმნა და გააქტიურება ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებას ჩაუყრის საფუძველს

ლევან კალანდაძე: ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოს შექმნა და გააქტიურება ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებას ჩაუყრის საფუძველს
“ საექსპორტო პროდუქციისთვის ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებაა საჭირო,’’- აღნიშნა გადაცემა “ბიზნესკონტაქტში’’ ეკონომისტმა, ლევან კალანდაძემ. მანვე განაცხადა, რომ საერთაშორისო სტანდარტის პროდუქციის შესაქმნელად  და ექსპორტის გასაზრდელად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია საჭირო.
 
“მარტივი ლოგიკაა, რომ ექსპორტის გაზრდისთვის საჭიროა  გქონდეს საექსპორტო პროდუქცია. საექსპორტო პროდუქციისთვის კი ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებაა საჭირო, ხოლო იმისთვის, რომ მაღალტექნოლოგიური წარმოება განავითარო ამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ანუ როგორც იტყვიან ყველა გზა რომში მიდის. მთავარი გამოწვევა ამ თვალსაზრისით არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. როდესაც ვსაუბრობთ სააგენტოს ჩართულობაზე, პროგნოზებზე, ექსპორტის ხელშეწყობაზე, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისეთი წარმოებების ამუშავება, ისეთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც არა მხოლოდ რიგითი ინვესტიცია იქნება, არამედ იქნება ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების გასაზრდელად,’’- განაცხადა ლევან კალანდაძემ.
 
ლევან კალანდაძის თქმით, აუცილებელია ქვეყანას გარკვეული პოტენციალის მქონე მიმართულებები ჰქონდეს შერჩეული და ამ მიმართულებებზე აქცენტი აუცილებლად სახელმწიფომ უნდა გააკეთოს.
 
“არაერთხელ აღმინიშნავს და გავიმეორებ, რომ არ უნდა მიედ-მოვედოთ ყველაფერს. უნდა გვქონდეს მკაცრად განსაზღვრული და ჩამოყალიბებული ის მიმართულებები და პრიორიტეტები, რისი ხელშეწყობა და პრომოციაც შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო პოლიტიკის ხარჯზე. დანარჩენი ბიზნესის საქმეა და თვითონ ბიზნესი მიხედავს. უნდა იქნეს გარკვეული პოტენციალის მატარებელი მიმართულბები შერჩეული. ის, რომ ევროკავშირთან მცირედით, მაგრამ მეტნაკლებად გაუმჯობესებული გვაქვს საექსპორტო მაჩვენებელი, უკეთესობაა ჩინეთთან მიმართებაშიც და ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული შრეები არსებობს, რომლებზეც აქცენტი სწორედ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. სახელმწიფოსა და ფონდის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს ის მიმართულებები, რომლებიც დღესდღეობით არ ან ვერ ფინანსირდება. აქედან გამომდინარე კომპლექსური მიდგომა, ერთის მხრივ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მეორეს მხრივ სააგენტოს გააქტიურება ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებას ჩაუყრის საფუძველს. კომერციულ საბანკო სექტორს დისკომფორტს ეს არ შეუქმნის. ეს იქნება შემავსებელი ერთმანეთის. ერთი კონკრეტული მიმართულების განვითარება, რომელსაც დღეს არ ან ვერ ანვითარებს საბანკო სექტორი, იქნება საფუძველი იმისა, რომ ამ მიმართულების განვითარება თავისთავად უზრუნველყოფს დამატებით ქვესექტორალური განვითარების შესაძლებლობებს თავად საბანკო სფეროსთვის,’’- აღნიშნავს ლევან კალანდაძე.
 
 
 
 
Author ბიზნესკონტაქტი



17.Jan.2019 19:16
39

EU-Georgia Business Council is carefully observing developments related to TBC Bank

More
17.Jan.2019 16:41
298

EU committed to finance the construction of Anaklia Port

More
15.Jan.2019 15:55
110

Georgian exports have risen to $3,362,000,000 USD in 2018

More
15.Jan.2019 15:28
100

Temur Chkonia: Mamuka Khazaradze is a Notable Businessman

More
14.Jan.2019 15:21
114

EBRD appoints Catarina Bjorlin Hansen new Regional Director for the Caucasus

More
11.Jan.2019 17:41
68

STATE RUN ENTERPRISES IN DIFFERENT SECTORS

More