Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ლევან გაჩეჩილაძე: "მაესტროს" მართვა უდიდესი პასუხისმგებლობაა

56b335c315445
BM.GE
04.02.16 15:26
1249
ტელეკომპანია მაესტროს დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დასახელდა. როგორც პარტნიორთა კრების დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არხზე ცვლილებებს ჯერ-ჯერობით არ გეგმავს.
 
"სანამ კომპანიას ყველა მიმართულებით არ შევისწავლი არანაირ ცვლილებას არ ვაპირებ. მე ამისთვის მჭირდება კონკრეტული დრო. იმფორმირებული ვარ რომ ტელეკომპანიაში მიდის მძიმე პროცესები, ხელფასებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. არავის გაშვებას არ ვაპირებ. მაესტროს მართვა არის უდიდესი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება ახალ ამბებს, ლევან გაჩეჩილძის განცხადებით, მას არანაირი პრეტენზია არ აქვს, თუმცა არ უყვარს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. "უნდა იყოს ორი-სამი წყარო და ის ინტელექტუალურად სწორად უნდა იყოს გადმოცემული", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.