Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ლევან დავითაშვილი მეთხილეების კომპენსაციაზე: ჩვენ არ გვაქვს ექსტრა რესურსი

59b8d08216c62
დავით ჯალაღონია
13.09.17 10:29
682
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აზიური ფაროსანას გავრცელების გამო დაზარალებული მეთხილე ფერმერების კომპენსაციისთვის მთავრობას რესურსი არ აქვს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

"ბიუჯეტი შედგენილია, არის გამჭვირვალე და ყველამ ვიცით, რა რესურსი აქვს ქვეყანას. ცალსახაა, რომ ჩვენ არა გვაქვს ის ექსტრა რესურსი, რომელიც ახლა შეიძლება გამოვიყენოთ ამ კუთხით, მაგრამ ჩვენ რა რესურსებიც გვაქვს და რესურსებსაც ვიპოვით, უნდა მივმართოთ პრობლემის მოგვარების კუთხით", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მოსახლეობას მხარში დგომა სჭირდება, ვინაიდან მარტო ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება.

"შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული სურსათის ეროვნული სააგენტო, ფიტოსანიტარული სამსახურები და ასეც ხდება. მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს ფიტოსანიტარული სამსახურის პოტენციალი წლიდან წლამდე. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ მატერიალურ დახმარებას - ერთი მხრივ, ტექნიკური საშუალებები შევიძინეთ მავნებელთან ბრძოლისთვის და ქიმიური პრეპარატებით მოსახლეობის დახმარებაც გათვალისწინებულია მთავრობის განკარგულებით", - განაცხადა დავითაშვილმა.
რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციის თემაა.