30.Nov.2015 16:11
Economy

ლაშა ხუციშვილი: ერთ ლიტრ ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის განაკვეთი 4-5 ლარით იზრდება

ლაშა ხუციშვილი: ერთ ლიტრ ალკოჰოლურ სასმელზე  აქციზის განაკვეთი 4-5 ლარით იზრდება
ფნანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" განმარტავს, რომ თამბაქოზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით, ბიზნესის მხრიდან, ფინანსთა სამინისტროსთან სამი შეხვედრა გაიმართა. მისივე თქმით, ბიზნესმა წლის დასაწყისშივე იცოდა, რომ თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის ზრდა იგეგმებოდა.

"თამბაქოსთან მიმართებაში ფინანსთა სამინისტროსთან სამი შეხვედრა გაიმართა. გარდა ამისა, იყო შეხვედრები ბიზნესომბუდსმენთან. ჩვენ მივიღეთ მათგან ყველა ინფორმაცია, რაც იყო საჭირო, რომ მათი ჩართულობა ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. მათ წლის დასაწყისშივე იცოდნენ, რომ აქციზის გაზრდა იგეგმებოდა და ეს ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ნაწილია. იმისთვის, რომ ბიზნეს არ ქონდეს პრობლემა ერთბაშად ყველა ვალდებულების აღების, ეს ხდება ყოველწლიურად და მცირე ოდენობებით. კომპანიის წარმომადგენლებს მაშინ, როდესაც ისინი თქვენს ეთერში საუბრობდნენ ხუთწლიან გეგმაზე და ა.შ., მათ უკვე გადაგზავნილი ჰქონდათ ჩვენგან 8-10 წლიანი სამოქმედო გეგმა აქციზსთან მიმართებაში. ჩვენ დღესაც ველოდებით მათ პოზიციას, რომ შეჯერებული ვარიანტით მოხდეს ამ გრაფიკის გაწერა. ამ სტრატეგიის საბოლოო მიზანია, რომ შესრულდეს ევროდირექტივა, რომელიც კონკრეტულად აქციზის განაკვეთთან მიმართებაშია მიღებული და ეს გეგმა ითვალსწინებს 8-10 წლიან ზრდის ტენდენციას, გრაფიკს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დირექტივის შესრულება უნდა მოხდეს საქართველოს მხრიდან," - აღნიშნავს ლაშა ხუციშვილი.

 ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შსახებ, რომ ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელზე აქციზი შსაძლოა 10 ლარით გაიზარდოს მცდარია.

"გაჟღერდა ინფორმაცია თითქოს ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელზე 10 ლარით იზრდება აქციზი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. აქციზის მაქსიმალური განაკვეთი 4–5 ლარით იზრდება ერთ ლიტრ ალკოჰოლურ სასმელზე. ჰარმონიზაციას რაც შეეხება, ასეთი ტიპის გადასახადის ტრანსფორმაციაზე ფინანსთა სამინისტროს უარი არ უთქვამს. ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ გააგრძელონ მუშაობა. ალკოჰოლის ნაწილში, აქციზის განაკვეთის ზრდა ფისკალურად დიდი შედეგის მომტანი არ არის და ეს უფრო ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული ცვლილებებია. თაქმბაქოსთან მიმართებაში ბევრად ადრე იყო დაწყებული მუშაობა, ვიდრე ეს ინიცირებული იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან მთავრობის მიერ. ეს ცვლილებები შეთანხმებულია, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და ყველა საერთაშორისო თუ ჯანდაცვის ორგანიზაცია თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზის გაზრდას მოითხოვს," - განმარტავს ლაშა ხუციშვილი.
 



22.Mar.2019 11:28
79

An Open letter to Mamuka Bakhtadze, from The Chairman of ICC Fady Asly

More
22.Mar.2019 00:04
75

Vice PM states 8-point demands that IFIs have on Anaklia Port Porject

More
21.Mar.2019 21:22
57

Georgia’s Economic Growth Reaches 4.7% in 2018

More
21.Mar.2019 21:09
75

Top 10 Imported and Exported Goods of Georgia in 2019

More
21.Mar.2019 21:01
69

Vice PM: Clearly Russia has an Interest regarding Anaklia Port

More
21.Mar.2019 20:50
86

Prime Minister says Government may soften Banking Regulations

More