Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ლაშა პაპაშვილი თავისუფლების მოედანთან, სასტუმროს პროექტში $35 მილიონამდე ინვესტიციას განახორციელებს

591c439ed135a
ელენე გოგბერაშვილი
17.05.17 16:32
1392
ლაშა პაპაშვილი თავისუფლების მოედანთან სასტუმროს პროექტში 35 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. როგორც ბიზნესმენი "საქმის კურსთან" აცხადებს, საუბარია მსოფლიოში წამყვანი ბრენდის ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე, რომელიც დაახლოებით 170 ნომრიანი იქნება. პაპაშვილის თქმით, პროექტზე მათი კომპანიის კაპიტალი ან რომელიმე ფინანსური ინსტიტუტისგან მიღებული თანხა დაიხარჯება.

"თავისუფლების მოედნიდან 200 მეტრში ჩვენ ვამუშავებთ მსოლფიოში წამყვან არქიტექტურულ ბიუროსთან ერთად ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტს. ეს იქნება წამყვანი ბრენდი, რადგან ,,პრაიმ ლოქეიშენია’’ . ვსაუბრობთ დაახლოებით 150-170 ნომრიან სასტუმროზე, რომლის განხორციელებასაც 30-35 მილიონი დოლარი სჭირდება. ეს იქნება ჩვენი კაპიტალი, ლოკალური ბანკის ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული თანხები", - განუცხადა "საქმის კურსს" ლაშა პაპაშვილმა.