Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ლარის სესხები გაძვირდა

5a82d617ac1be
სალომე მეცხვარიშვილი
13.02.18 18:30
1171
ლარით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 4,5%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საუბარია 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე.

2017 წლის დასაწყისთან შედარებით, 2018 წლის დასაწყისში საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე საშუალოდ 4,5%-ით გაიზარდა. თუ გასული წლის იანვრისთვის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 18,2% იყო, წელს უკვე 22,7%-ია.

ამის პარალელურად დაახლოებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი. თუ 2017 წლის იანვარში სესხის აღება უცხოურ ვალუტაში 8,8%-ად იყო შესაძლებელი, 2017 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 7,9%-მდე შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან 100 ათას ლარამდე სესხების გაცემა ფიზიკურ პირებზე მხოლოდ ლარშია შესაძლებელი.