20.Jan.2016 11:20
Business

ლარის გაუფასურების გამო, "თეთრი ქუდი" იმპორტირებულ ნედლეულზე უარს ამბობს და რუსთავში საწარმოს აშენებს

ლარის გაუფასურების გამო, "თეთრი ქუდი" იმპორტირებულ ნედლეულზე უარს ამბობს და რუსთავში საწარმოს აშენებს
სოკოს მწარმოებელი კომპანია გაუფასურებული ლარის ფონზე, იმპორტირებულ ნედლეულზე უარს ამობობს. "თეთრი ქუდი" საწარმოს შექმნაში 1 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. კომპანიის გენერალური დირექტორის, ვანო იოსელიანის განცხადებით, ბოლო ხუთ წელიწადში კომპანიამ 10 მილიონი დოლარის იმპორტი განახორციელა, რაზეც უარს კომპანია ვალუტის გაუფასურების გამო ამბობს.
 
"ჩვენ გაფართოვებაზე ვფიქრობდით, თუმცა სავალუტო რყევებმა და ეროვნულ ვალუტაში ნედლეულის მკვეთრმა გაძვირებამ ამ ნაბიჯის გადადგმა გვაიძულა. ვფიქრობ, რომ უპირველესი ამოცანა ის არის, რომ ადგილზე ფასი შევინარჩუნოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკურენტუნარიანები დავრჩეთ, პირველ რიგში, ქართულ ბაზარზე და იმპორტისგან თავი დავიცვათ, - იგივე თურქეთისგან, სადაც დღეს ძალიან მძიმე სიტუაციაა და სოკოს ბიზნესშიც მკვეთრად დავარდნილია ფასებით, ფაქტიურად ზარალზე მუშაობენ", - აღნიშნავს ვანო იოსელიანი გადაცემაში "საქმიანი დილა".

მისივე თქმით, საწარმო კომპანიას საშუალებას მისცემს საექსპორტო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანები იყვნენ. საწარმოს მშენებლობა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ მაისში ბაზარზე საქართველოში წარმოებული სოკო გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ მიწა, რომელზეც საწარმო უნდა აშენდეს დარეგისტრირებული არ არის, რადგან კომპანიის დამფუძნებლები უცხოელები არიან.

"ჩვენი სურვილია გაცილებით კონკურენტუნარიანები ვიყოთ სხვა საექსპორტო ბაზრებზე. გარდა ფასებისა, მნიშვნელოვანია ლოჯისტიკა. მშენებლობა დაწყებულია, დანადგარები შეკვეთილია და დამატებით დაახლოებით ორმოცი ადამიანი დასაქმდება. საწარმო რუსთავში განთავსდება, სადაც მიწა გვაქვს შეძენილი, რადგან ჩვენი დამფუძნებლები უცხოელები არიან, ვერ ვარეგისტრირებთ",- ამბობს ვანო იოსელიანი.



11.Dec.2018 19:46
75

IC Group Insurance Company has been Sold

More
11.Dec.2018 19:35
36

BM.ge Exlcusive: Rustavi Metallurgical Plant to Stop Production

More
11.Dec.2018 12:55
34

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
07.Dec.2018 19:48
58

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
06.Dec.2018 14:45
83

CHIRINA has become member of EBRD's Blue Ribbon Programme

More
04.Dec.2018 22:52
57

“No Construction Permits Will Be Issued Without a Dendrological Project”

More