ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ ერთი დოლარის ღირებულება, 2.4175 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0083 პუნქტით გამყარებული მაჩვენებელია. ლარი გამყარდა ევროსთანაც. ხვალ ერთი ევროს ღირებულება 2.6851 ლარი იქნება.