Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლარი გამყარებას განაგრძობს - ერთი დოლარის ღირებულება 2.29 ლარი გახდა

56efedd55fc1c
BM.GE
21.03.16 16:43
1508
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გამყარდა. ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.2953 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0204 პუნქტით გამყარებული მაჩვენებელია. ლარი გამყარდა ევროსთანაც, - ხვალ ერთი ევროს ღირებულება ლარი იქნება, რაც 0.0228 პუნქტით შეცვლილი მაჩვენებელია.
 
მარტის თვეში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0,1759 თეთრით გამყარდა, პირველ მარტს ერთი დოლარის ღირებულება 2.4713 ლარი იყო. მარტში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ჯამში 15 მილიონი დოლარი შეისყიდა.