Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლაგოდეხში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალი წლისთვის გადაიდო

5729f971b1869
BM.GE
04.05.16 17:27
1065
"კომერსანტი" ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებისა და ცალკეული რაიონების ტურისტული პოტენციალის შეფასებას განაგრძობს. ამჯერად დავინტერესდით, რამდენად მიმზიდველია ამ მხრივ ლაგოდეხის რაიონი. რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ ინვესტორების მოზიდვა პრობლემურია.
 
კარლო ჯამბურიას თქმით, ლაგოდეხით კერძო ინვესტორები ინტერესდებიან, თუმცა კონკრეტული ინვესტიციები არ იდება.

ლაგოდეხის გამგებელი "კომერსანტთან" განმარტავს, რომ წლების განმავლობაში რაიონში მოუწესრიგებელი იყო წყალგაყვანილობის სისტემები. ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მუშაობა და 2016 წლის ბოლომდე რაიონში წყალთან დაკავშირებული ყველა პრობლემა აღმოიფხვრება. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი იხარჯება.

"ინვესტორები მოდიან, აქვთ სურვილი რეგიონის განვითარების. მაგალითად, 2 ადგილობრივი ინვესტორია, რომლებსაც სურთ ლაგოდეხის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, ააშენონ გასართობი ობიექტები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რაიონში წყლის სისტემები გაუმართავი იყო, აქამდე ყველა ინვესტორი კონკრეტული პროექტების განხორციელებისგან თავს იკავებდა," - აცხადებს ჯამბურია.

მისი თქმით, მიმდინარე ზაფხულის სეზონისთვის ტურისტებს მნიშვნელოვანი სიახლე არ ელოდებათ, თუმცა, მომავალი სეზონისთვის გარკვეული აქტივობები აუცილებლად იქნება. მათ შორისაა, ფეხბურთის ფედერაციის საკუთრებაში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია.

ჯამბურია აცხადებს, რომ სამომავლოდ დაგეგმილია პოლონეთის საელჩოსთან ერთად ლაგოდეხის დენდროლოგიურ პარკში ერთობლივი ღონისძიებების და პროექტების განხორციელება, რაც გახდება საფუძველი სამომავლოდ ლაგოდეხში პოლონეთიდან ტურისტების ზრდისა.

"კომერსანტი"