Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კვლევა: როგორ აფასებს მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემას

59c51aede3617
BM.GE
22.09.17 18:13
919
საერთაშორისო ფონდი "კურაციო" ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეცხრე ტალღის შედეგებს აქვეყნებს, სადაც საუბარია როგორც ჯანდაცვის სფეროში ფასების დინამიკასადა მოსახლეობის ფინანსური დაცულობის შეფასებაზე, ასევე რესპონდენტების სამომავლო მოლოდინებზე.

ბარომეტრის მეცხრე ტალღაში გამოკითხულ სპეციალისტთა 66.7% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვეში მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდა. რესპონდენტთა 69% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურება გაძვირდა, 2% მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა, 50% თვლის, რომ ბოლო 6 თვის პერიოდში ჯიბიდან გადახდებმა იმატა.

სპეციალისტთა შეფასებები თანხვედრაშია საქსტატის ოფიციალურ მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც 2017 წლის პირველ ნახევარში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 5.2%-ით, სამედიცინო პროდუქცია (მედიკამენტები) კი გაძვირდა 7.2%-ით.

მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუარესებაზე მიუთითებს ასევე მსოფლიო ბანკის ანგარიშში მოყვანილი შედეგები, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ 2012 წლიდან 2015 წლამდე 6%-ით არის მომატებული იმ შინამეურნეობების (ოჯახების) რაოდენობა, რომლებსაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ.

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, მოლოდინები ძირითადად კვლავ პესიმისტურია, თუმცა ბარომეტრის წინა ტალღასთან შედარებით რამდენადმე შემცირებულია უარყოფითი განწყობების მქონე სპეციალისტთა რაოდენობა. ერთადერთი ინდიკატორი, სადაც სპეციალისტთა მოლოდინები უარესდება ჯიბიდან გადახდებია. გამოკითხულთა 61.9% მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯიბიდან გადახდების მატებას მოელის.ბარომეტრის მე-9 ტალღაში 13%-ით იმატა იმ რესპონდენტების რაოდენობამ, რომლებიც მედიკამენტების გაიაფებას ელიან. თუმცა სამომავლოდ მედიკამნეტბის გაძვირებას ყოველი მეორე რესპონდენტი მოელის. გამოკითხული ყოველი 10 რესპონდენტიდან 7 ჯიბიდან გადახდების მატებას მოელის.