Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კურორტი თეთნულდი ოფიციალურად გაიხსნა

56c9851ed8d4b
BM.GE
21.02.16 13:35
1266
კურორტი თეთნულდი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ადგილზე პრემიერი, მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კურორტზე წარმოდგენილი სასრიალო ტრასები, როგორც პროფესიონალებზე, ასევე დამწყებ მოთხილამურეებზეც იქნება გათვლილი.
 
"ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს თხილამურები, მთა, დასვენება და ტურიზმი, ველოდებთ სვანეთში, რათა ისიამოვნონ და ნახონ, თუ როგორი კარგი გამოვიდა ჩვენი ახალი სათხილამურო კურორტი. დღეს გაიხსენება პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძე 3,5 კმ-ია, ხოლო წლის განმავლობაში გაიხსნება დანარჩენი 4 მიმართულება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თეთნულდზე იქნება ყველა სირთულის ტრასა - როგორც ძალიან რთული ტრასა პროფესიონალებისთვის, ასევე ტრასები დამწყები მოთხილამურეებისთვისაც ", - აღნიშნა დიმიტრიქუმსიშვილმა.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. თეთნულდის სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრია, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. თუმცა 2016 წლისთვის დაგეგმილია სასრიალო გზის 30 კილომეტრამდე გაზრდა.

კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.