Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კურორტ გოდერძის 300 სასტუმრო ნომერი შეემატება

5934f3d8a34e0
BM.GE
05.06.17 10:00
1312
გოდერძის მიმართულებით, სამარშრუტო ვერტმფრენი ამოქმედდება, რომელიც 6 ადამიანის მოემსახურება. 2017-2018 წლებში პროექტისთვის 300 000 ლარი გამოიყოფა. საჰაერო ფრენების განხორციელებაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. კურორტის დირექტორი „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ფრენები ბათუმიდან შესრულდება. მისივე თქმით, კურორტზე 2016-2017 წლის სეზონზე ვიზიტორების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წელს კურორტზე შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგება იგეგმება, რისთვისაც კერძო მფლობელებთან მოლაპარაებები მიმდინარეობს.

ამასთან, კურორტზე ამ ეტაპზე 2 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. ახალ 200 ნომრიან სასტუმროზ გოდერძიზე კომპანია „მეტრო“ აშენებს. კურორტზე 100 ნომრიანი სასტუმროს ოპერირებას განახორციელებს „რამადა“.