Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კურორტ ბახმაროს განვითარებისთვის სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

56ce9d490fdee
BM.GE
25.02.16 10:20
1617
მთავრობა კურორტ ბახმაროს განვითარების ღონისძიებების გატარებას გეგმავს. როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს მიზნად და განახორციელებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ბახმაროს დიდი პოტენციალი გააჩნია, ხოლო ტურიზმი ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია.
 
"კურორტს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები როგორც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, ისე სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარების კუთხით. საქართველოს მთავრობა აქტიურ რეჟიმში იწყებს მუშაობას იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად, უმოკლეს ვადებში ბახმარო იქცეს ერთ-ერთ მაღალგანვითარებულ კურორტად - მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საუკეთესო გზებით, განაშენიანებისა და გარემოსდაცვითი უზრუნველყოფით, სადაც ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ ინვესტიციები და შექმნან საუკეთესო გარემო სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების განვითარებისთვის.

გაუმჯობესდება ბახმაროს საკურორტო ზონისკენ მისასვლელი საავტომობილო გზების მდგომარეობა და განისაზღვრება მშენებლობის საჭიროება; ჩარატდება კვლევა ბახმაროს საკურორტო ზონაში და მისკენ მისასვლელ გზებზე მეწყრული პროსცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზების, ზვავსაშიშროებისა და ქარის ნაკადების შესახებ; შეიქმნება წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა; დამუშავდება და განხორციელდება საკურორტო ზონის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების პროექტები. ასევე, შემუშავდება ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარების გეგმა-კონცეფცია", - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.