Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კონსორციუმი SU MARKETS-ი საქართველოში შემოსვლას გეგმავს

56d1577c7bf08
BM.GE
27.02.16 11:58
1185
კონსორციუმი SU MARKETS საქართველოში შემოსვლას გეგმავს, - კომპანიის წარმომადგენლებს რუმინეთში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე შეხვდა.
რუმინულ-თურქულ კომპანიას საქართველოში ლოჯისტიკის ცენტრისა და ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის განვითარება სურს.

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა SU MARKETS-თან თბილისის ლოჯისტიკის ცენტრისა და სამაცივრე მეურნეობების განვითარების პოტენციური საინვესტიციო პროექტი განიხილეს. თურქულ- რუმინული კონსორციუმი საქართველოში შემოსვლას უახლოეს მომავალში გეგმავს. SU MARKETS-სი ინტერესს საქართველოს აგრობიზნესისა და ლოჯისტიკის სფეროში გამოთქვამს. წამყვანი რუმინული კომპანიები საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით არიან დაინტერესებული.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუმინეთში ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის წამყვან სპეციალისტებს შეხვდა. დავით საგანელიძე რუმინეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვიქტორ პონტას სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დანიელ კონსტანტინის და ევროკავშირის შავი ზღვის რეგიონალური პროექტების ყოფილ მინისტრს ევგენი თეოდოროვიჩს შეხვდა. მხარეებმა შხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და სოფლის მეურნეობის დარგში პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილეს.