Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების უმეტესობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიმართ არის გაცემული

5721e78544c96
BM.GE
28.04.16 14:34
1465
კონკურენციის სააგენტომ 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. სააგენტომ შესაბამის ბაზრებზე არსებული კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტების მიმართ 30-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა.
 
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიმართ გაცემული რეკომენდაციები 79%-ს შეადგენს, ხოლო ეკონომიკური აგენტების მიმართ გაცემული რკომენდაციები 21%-ს.

აქედან საქართველოს მთავრობის მიმართ გაიცა 10 რეკომენდაცია, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოების მიმართ 21 რეკომენდაცია, ხოლო ეკონომიკური აგენტებისადმი 8 რეკომენდაცია.

კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არსებული კანონი სახელმწიფო ორგანოების მიმართ, ადმინისტრაციულ ნორმებს არ ითვალისწინებს და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება. სლავა ფეტელავას განცხადებით, შემდგომი ეტაპი რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგია.

"კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების უმეტესობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიმართ არის გაცემული. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიმართ, არსებული პრაქტიკით, კონკურენციის ორგანოები ძირითადად რეკომენდაციებს გასცემენს. რეკომენდაციების ნაწილის შესრულება დაწყებულია, რაღაც დროის შემდეგ კი მისი მონიტორინგი იწყება.
 
ეს ძირითადად უკავშირდება კონკურენციის გარემოს გაჯანსაღებას და შესაბამისი რეკომენდაციების საკანონმდებლო ნორმებში ასახვას ცვლილების სახით", - განაცხადა სლავა ფეტელავამ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას. მისი თქმით, მსგავსი რეკომენდაციები ეხება, შემოსავლების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სამსახურს და იუსტიციის სამინისტროს.