Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კონკურენციის სააგენტო კანონში ცვლილებებზე მუშაობს

56fbac6555336
BM.GE
30.03.16 14:31
991
კონკურენციის სააგენტო კანონში ცვლილებებზე მუშაობს. როგორც "ბიზნესკონტაქტის" ეთერში, სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სლავა ფეტელავამ განაცხადა, კონკურენციის კანონის დღეს არსებული დებულებები და პრინციპები ევროკავშირის კანონმდებლობასთან არის ჰარმონიზებული, თუმცა აღსრულების ნაწილში პრობლემაა.
 
"აღსრულების ნაწილში, ევროპული გამოცილება არის ბევრად უფრო მოქნილი, ვიდრე ჩვენი. პრემიერის დონეზე ეს საკითხი დასმულია, სულ რამოდენიმე დღის უკან დაისვა. კანონში ცვლილებების პაკეტი განხილვის პროცესშია", - განაცხადა სლავა ფეტელავამ.

რაც შეეხება საქმეების შესწავლას ფეტელავა განმარტავს, რომ სააგენტოს შექმნიდან დღემდე, კონკურენციის სააგენტომ ყველა იმ სარჩელის მოკვლევა განახორციელა, რომელიც უწყებამ მიიღო.

"კონკურენციის სააგენტომ დაფუძნებიდან თვენახევარში მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით, ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევის დაწყებაზე. ამის შემდეგ, არცერთ საჩივარსა და განცხადებაზე, რომელიც კონკურენციის სააგენტოში იყო წარდგენილი, მოკვლევაზე უარი არ გვითქვამს", - აცხადებენ სააგენტოში.

სლავა ფეტელავამ, ნავთობპროდუქტების საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი კომპანიის შემთხვევაში, კონკურენციის სააგენტოს მიაჩნია, რომ პირდაპირი მტკიცებულების გზით შეთანხმებას აქვს ადგილი, რაც ხელშეკრულებითაც დასტურდება.

"შეთანხმებული ქცევა ბაზარზე, ანუ კარტელი ორი რამით შეიძლება დადასტურდეს, - ერთი არის ირიბი მტკიცებულების გზით და მეორე არის პირდაპირი მტკიცებულების გზით, როდესაც ხდება მეშვიდე მუხლის დამტკიცება და შესაბამისად სანქციის დაწესება.

ორი კომპანიის შემთხვევაში, რომლებსაც არ დავასახელებ, კონკურენციის სააგენტოს მიაჩნია რომ არის პირდაპირი მტკიცებულების გზით შეთანხმება, ხელშეკრულების მეშვეობით. მეშვიდე მუხლის იქით არ გავდივართ, საუბარია მხოლოდ მეშვიდე მუხლზე.

1200 გვერდიან დასკვნაში ზემოგებაზე არ არის საუბარი და მერწმუნეთ, რომ არამარტო ერთ მტკიცებულებაზე და ფაქტზეა საუბარია, არამედ საუბარია ფასების შეთანხმებაზე, იმპორტის შეზღუდვაზე და ა.შ.

არცერთ კომპანიას ამ ხუთიდან არ აქვს ბაზარზე დომინერებული მდგომარეობა. მაგრამ აქ არის მეორე მოცემულობა, რომელსაც ჩვენ ოლიგოპოურ მდგომარეობას ვეძახით", - განაცხადა ფეტელავამ.