Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კონგრესმა ამერიკული ნედლი ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმების შესახებ შეთანხმებას მიაღწია

567269bb849f6
BM.GE
17.12.15 11:49
1088
აშშ-ს კონგრესის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას ამერიკული ნედლი ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ 1975 წელს, ენერგეტიკული კრიზისის დროს არის მიღებული. თეთრი სახლი ამის წინააღმდეგია, თუმცა რესპუბლიკელები თვლიან, რომ ემბარგოს მოხსნა, ამერიკის სანავთობო სექტორს და მთლიანად ეკონომიკას დაეხმარება. აშშ-ის გასვლას მსოფლიო ბაზარზე, დამატებითი ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია ფასებზე, რომლებიც ახლა ისედაც 7-წლიან მინიმუმზეა. ბარელი Brent-ი, $38-ზე ნაკლები ღირს, ხოლო ამერიკული WTI - $37-ზე ნაკლები. ფიქალის ნავთობის წყალობით, ნავთობმოპოვება აშშ-ში ბოლო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდა. ნავთობის მარაგები კი საცავებში ახლოსაა რეკორდულ მაჩვენებლებთან. აბსოლუტური რეკორდი, 490 მლნ ბარელი, ამ წლის აპრილში დამყარდა.

კონგრესმენი ენნ ვაგნერი ადასტურებს, რომ ნავთობის ექსპორტზე დემოკრატებმა რესპუბლიკელებისგან თანხმობა მიიღეს და ამის სანაცვლოდ ქარის და მზის ენერგიებზე შეღავათები ამოქმედდება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოლ რაიანის განცხადებით, პალატა კანონპროექტს საბიუჯეტო ხარჯებზე კენჭს ხუთშაბათს უყრის, რომელის შემდეგაც დოკუმენტებიუკვე სენატში გადაიგზავნება .