Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კომუნიკაციების კომისია: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

56b707e4485c0
BM.GE
07.02.16 12:58
999
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საქართველოზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ რუსთავი 2-ს განუცხადა, საუბარია მხოლოდ, კავკასუს ონლაინის საცალო სეგმენტის შესაძლო გასხვისებაზე.
 
"ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის და საერთოდ საქართველოზე გამავალი მაგისტრალების გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. განიხილება საკითხი "კავკასუს ონლაინის" საცალო სეგმენტის, შესაძლო გასხვისებაზე კომპანია "მობიტელისთვის“, რომლის ერთ-რთი დამფუძნებელი რუსული "ვიმპელკომია“, რომელიც საქართველოში 2006 წელს შემოვიდა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალები რჩება იმავე კომპანიის მფლობელობაში", - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების რუსეთისთვის მიყიდვის თაობაზე განცხადება ირაკლი ალასანიამ გააკეთა. "თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, რომ "ვიმ-პელ-კომისთვის" ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის მიყიდვა, ქვეყნის უსაფრთხოებას დააყენებს ეჭვქვეშ.