Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომპანია Walt Disney-ი დალეგენდარული პერსონაჟების გაცოცხლებას გეგმავს

571f55af535be
BM.GE
26.04.16 15:46
1223
კომპანია Walt Disney კლასიკური, დალეგენდარული პერსონაჟების აღდგენას გეგმავს, მათ შორის მერი პოპინსის და კრუელას "101 დალმატინელიდან", -  ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი თავად კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სიუჟეტისთვის "კრუელა" ემა სტოუნი მოიაზრება, მერი პოპინსის როლზე კი ემილი ბლანტი.
 
კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაში, სულ 9 ფილმია აღნიშნული, რომელთა უმეტესი ნაწილი უკვე კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს.

ფინანსური წლის პირველ კვარტალში კომპანია Walt Disney 32%-ით 8,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამავე დროს, კინოსტუდიის შემოსავალი რეკორდულად 86%-ით გაიზარდა, რაც "ვარსკვლავური ომების" ეფექტია: მეშიდე ეპიზოდმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავლის მიღება შეძლო და ამით ამერიკული კინოინდუსტრიის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად იქცა.