Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომპანია "my star land georgia" ქაღალდის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობით არის დაინტერესებული

5698eb9a3f78d
BM.GE
15.01.16 16:49
1397
საპარტნიორო ფოდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე კომპანია "my star land Spain"-ის გენერალურ დირექტორსა და მისი შვილობილი კომპანიის “my star land georgia”-ს ხელმძღვანელებს შეხვდა.
 
კომპანია "my star land georgia" საქართველოში ქაღალდის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობით არის დაინტერესებული. კომპანიის წარმომადგენლებმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დორექტორს და ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებს საინვესტიციო პროექტი გააცნეს და საკუთარი წინადადებები წარუდგინეს. მხარეებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

კომპანია "my star land Spain"-ს ქაღალდის წარმოებაში დიდი გამოცდილება გააჩნია. კომპანიას ქარხანები ესპანეთსა და ინდონეზიაში აქვს და წელიწადში მსოფლიოს 30-მდე ქვეყანას 1 მლნ ტონამდე ქაღალდით ამარაგებს.