Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომპანია "კულა" ბავშვთა საკვების წარმოებას გეგმავს

59709f352eb24
BM.GE
20.07.17 16:15
875
კომპანია "კულა" ბავშვთა საკვების წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ "საქმის კურსს" "კულას" ხელმძღვანელმა, ვანო გოგლიძემ განუცხადა. მისი თქმით, კომპანიას 5 წლიანი განვითარების გეგმა გააჩნია, რომელიც 2019 წლისთვის ბავშვთა კვების წარმოების მიმართულებით გააქტიურებას გულისხმობს. ვანო გოგლიძის თქმით, პირველ ეტაპზე კომპანია საბავშვო წვენების და ხილ-ფაფების წარმოებას გეგმავს.

"2019-2020 წლებში გვინდა დავიწყოთ ქართული ბავშვთა კვების წარმოება. საწარმოს მშენებლობა დაიწყება 2019 წელს და 2020 წლისთვის უკვე უნდა გვქონდეს ქართული წარმოების ბავშვთა კვება. დავიწყებთ საბავშვო წვენებით და ხილ-ფაფებით და შემდგომში გადავალთ სხვა პროდუქტებზე, რომელიც ბავშვთა კვების მთელ სერიაზე იქნება გათვლილი’’, - აცხადებს ვანო გოგლიძე.