Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციამ 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე 125 საქმე განიხილა

5a16ac698491d
თელარა გელანტია
23.11.17 15:08
868
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში შექმნილმა კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციამ 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე 125 საქმე განიხილა.

ამის შესახებ "საქმის კურსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შექმნამდე 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე 250-მდე მიმდინარე საქმე იყო რეგისტრირებული.

"რეალურად, კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია 2-3 თვეა, რაც ამოქმედდა. ამ პერიოდში, 4 მოსამართლეს, რომელიც სპეციალურად ამ მიმართულებისთვის გამოიყო, კიდევ ერთი მოსამართლე დაემატა და დღეის მდგომარეობით, უკვე განხილულია 125 საქმე", - განაცხადა მიქაუტაძემ და დასძინა, რომ დავის განხილვის ვადები მაქსიმალურად შემცირებულია.

"ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს თვეებში, ვიწრო სპეციალიზაციის მიმართულებით, კიდევ უფრო კარგი შედეგი გვექნება", - განაცხადა საბჭოს მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია ამოქმედდა.