05.Dec.2015 13:20
Financial Sector

კომერციული ბანკების შემოსავლები 40,7 პროცენტით გაიზარდა

კომერციული ბანკების შემოსავლები 40,7 პროცენტით გაიზარდა
2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინებით, დეპოზიტების მოცულობა 5.9%-ით, ხოლო ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა 10.9%-ით აღემატება 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს. PMCG კვლევის მიხედვით, 2015 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში, ძირითადი ინდიკატორები, რომლებიც კომერციული ბანკების ფინანსურ მდგრადობას განსაზღვრავს, სტაბილურია.
 
„2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა, ბანკთაშორისი სესხების გარეშე 15 892.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 34.0%-ით აღემატება 2014 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს. ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სესხების მოცულობა გაზრდილია 19.9%-ით. უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხები გაზრდილია 43.4%-ით, თუმცა გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინებით აღნიშნული ზრდა მხოლოდ 4.9%-ს შეადგენს.

ფინანსური სტაბილურობის განსაზღვრისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში. 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, უმოქმედო სესხების მოცულობა 23.0%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1 250.2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტით დენომინირებული არსებული უმოქმედო სესხების გადაფასებამ გამოიწვია. თუმცა აღნიშნული მაჩვენებლის წილი მთლიან სესხებში 0.7% პუნქტით შემცირდა. ამ პერიოდში, სპეციალური რეზერვები უმოქმედო სესხების 47.5%-ს ფარავს.

2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, გაიზარდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა (49.0%-ით), ისევე როგორც მისი წილი (0.3% პუნქტი) მთლიან სესხებში. აღნიშნული ზრდა კვლავ გაცვლითი კურსის ეფექტით არის გამოწვეული.

2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანი დეპოზიტების ჯამური მაჩვენებელი, ბანკთაშორისი დეპოზიტების გარეშე, 14 874.1 მლნ.ლარია, რაც 30.2%-ით აღემატება 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. აქედან, ეროვნული ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა შემცირებულია 2.0%-ით. უცხოური ვალუტით დემონირებული დეპოზიტები 52.2%-ით გაიზარდა, თუმცა გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინებით აღნიშნული ზრდა მხოლოდ 11.3%-ს შეადგენს.
ამ პერიოდში, უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების წილი 10.0% პუნქტით გაიზარდა 2014 წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით და 69.4%-ს გაუტოლდა. აღნიშნული ზრდა დეპოზიტების დოლარიზაციის დონის გაზრდას გულისხმობს.

ფინანსური სტაბილურობის განსაზღვრისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია საზედამხედველო კაპიტალის რისკით შეწონილ აქტივებთან ფარდობა. საბანკო ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტის, ბაზელი III-ის მიხედვით, აღნიშნული სიდიდე 12%-ს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს. 2013-15 წლებში, საზედამხედველო კაპიტალის ფარდობა რისკით შეწონილ აქტივებთან მუდმივად აღემატება დადგენილ ზღვარს და 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, აღნიშნული მაჩვენებელი 17.4%-ს უტოლდება.

ასევე, უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორებია უკუგების კოეფიციენტი კაპიტალზე (ROE) და აქტივებზე (ROA). 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების უკუგება კაპიტალზე (ROE) 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით არ შეცვლილა და 13.7%-ს შეადგენს, ხოლო უკუგების მაჩვენებელი აქტივებზე (ROA) 0.3% პუნქტით შემცირდა და 2.1%-ს უტოლდება.
2015 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 11.0%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 399.3 მლნ. ლარს შეადგენს.

ამ პერიოდში, 2014 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, კომერციული ბანკების შემოსავლები გაზრდილია 40.7%-ით. აქედან, გაზრდილია როგორც პროცენტული (24.6%), ასევე არაპროცენტული შემოსავლები (78.0%).

2015 წლის იანვარი-ოქტომბრის მდგომარეობით, გაზრდილია კომერციული ბანკების ხარჯებიც (49.3%), მათ შორის პროცენტული ხარჯები გაიზარდა 25.2%-ით, ხოლო არაპროცენტული ხარჯები 58.6%-ით“,- ნათქვამია კვლევაში.



14.Jan.2019 15:21
111

EBRD appoints Catarina Bjorlin Hansen new Regional Director for the Caucasus

More
11.Jan.2019 18:53
116

“The Association of Banks Will Not Tolerate False Accusations Targeting TBC Bank”

More
10.Jan.2019 15:22
67

Bank lending went up by 18.9% YoY in November 2018

More
09.Jan.2019 13:48
156

TBC Bank : Inspection Report relating to Past Matters

More
09.Jan.2019 12:28
81

Lisi Development Issued Bonds Worth 12 Million Dollars on Georgian Stock Exchange

More
08.Jan.2019 17:18
73

Ministry Of Finance Of Georgia Treasury Bill Auction Results

More