Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 241.4 მილიონით შემცირდა

572763b729760
BM.GE
02.05.16 18:22
1027
მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 241.4 მლნ ლარით შემცირდა და 15.62 მლრდ ლარს გაუტოლდა. საკრედიტო პორტფელის კლებაზე გავლენა მოახდინა უცხოური ვალუტით გამოსახული სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის კლებამ. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 9.6 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 6.2 პროცენტი იყო. მარტის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 79.3 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა. რომლის 70.3 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 46.0 პროცენტს შეადგენდა.
 
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 61.6 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა და 5.43 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მარტში 66.0 მლნ აშშ დოლარით (1.5 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.42 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 60.9 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 83.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.