Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომერციული ბანკების აქტივები 3%-ით შემცირდა

571e112fedcc5
BM.GE
25.04.16 16:44
1187
2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.8 მლრდ ლარით, ანუ 3.0 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით) და 24.7 მლრდ ლარი შეადგინა.
 
ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.4 პროცენტია.