Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კობა გვენეტაძე: სესხის აღებამ მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა არ უნდა გააუარესოს

5720b5126eaec
BM.GE
27.04.16 16:46
989
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თვლის, რომ ონლაინ სესხების საკითხს ქვეყანაში მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. როგორც გვენეტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ონლაინ სესხების რეგულირების კუთხით კარგი გამოცდილება აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ამ ეტაპზე სწორედ ამ გამოცდილების შესწავლა მიმდინარეობს. გვენეტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს თუ ვის დაევალება ონლაინ სესხების რეგულირების საკითხი.
 
"ეს არის ის საკითხი, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროში ეს კომპანიები, რომლებიც გასცემენ ონლაინსესხებს არ შემოდიან.

სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის დაევალება ზოგადად, ონლაინსესხების რეგულირება. პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში განსახვავებულია. ჩვენ ამ საკითხებს ვუყურებთ მომხმარებელთა დაცვის კუთხიდან. ზოგადად რომ ვისაუროთ, თავისთავად სესხის აღებამ მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა არ უნდა გააუარესოს და აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარებული იქნება ამ მიმართულებით. ამავე დროს, მსესხებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ შეაფასოს ყველა რისკი და ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ სესხის მიღებასთან.

ჩვენ ბალტიისპირეთის გამოცდილებას ვსწავლობთ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მისახედია და მას შემდეგ რაც გადაწყდება, თუ ვინ გააკეთებს ამ საკითხის რეგულირებას, შესაბამისად, მოხდება იმ ღონისძიებების შემუშავება, რაც მომხმარებელთა დაცვის მიზნით მაქსიმალურად შეეცდება, რომ სავალალო შემთხვევები გამორიცხული იყოს. რა თქმა უნდა, ეს ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობაზე კარგად აისახება", - განაცხადა გვენეტაძემ.