Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო

5720921d5d5d8
BM.GE
27.04.16 14:18
1174
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით 7.5%-მდე შემცირების შესახებ. როგორც ბანკის პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეროვნული ბანკის განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებას იწყებს.

"საქართველოში გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების გამო, ეროვნულ ბანკს ეტაპობრივად მოუწია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ეროვნული ბანკის ნაბიჯებმა თავისი შედეგი გამოიღო.

მიმდინარე პროგნოზი ადასტურებს, რომ ინფლაციური მოლოდინები მცირდება, შესაბამისად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საჭიროება აღარ არის და ვიწყებთ მის ეტაპობრივ შემცირებას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.