კერძო სკოლებში ჩარიცხული მოსწავლეების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 2016-2017 სასწავლო წლებისთვის კერძო სკოლებში 55 841 მოსწავლე ირიცხება. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა 1 კლასზე მოდის, - 6789 პირველკლასელი კერძო სკოლაშია ჩარიცხული.
2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისში საჯარო სკოლებში ჯამში 508 000-ზე მეტი მოსწავლე ირიცხებოდა.
საქართველოში 236 კერძო სკოლაა რეგისტრირებული, საჯარო კი 2085.