Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ვალუტის კურსის ცვლილებამ სადაზღვევო ინდუსტრიაზეც იმოქმედა

5649d23c6b5fe
ბიზნესკონტაქტი
16.11.15 16:33
1771
ჯანმრთელობის დაზღვევა ბაზარზე ერთ-ერტი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. საინტერესოა, არის თუ არა სახელმწიფო კერძო სადაზღვევო ბიზნესის კონკურენტი. ამ სფეროში ბიზნესის მოთამაშეები აღნიშნავენ, რომ დაზღვევის მოხმარების ზრდა ყოველწლიურად 10-15%-ით მატულობს. ვინც დაზღვევის სიკეთე ნახა, ადვილად ვერ თმობს მას.

"სახელმწიფო კერძო ბიზნესის პირდაპირი  კონკურენტი არ არის, მაგრამ სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის ფონდი და კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთი და იგივე საქმეს აკეთებენ. კერძო სადაზღვევო კომპანიებს შორისაც ძალიან მაღალი კონკურენციაა.
ძალიან ბევრი სადაზღვევო კომპანია ოპერირებ სპატარა სადაზღვევო ბაზარზე, ანუ რამდენიმე გემია პატარა ზღვაში. ამ კონკურენციამ გამოიწვია ის, რომ პრემიები ისედაც დაბალი იყო და ამ დროს დაარტყა ლარის კურსმა. სერვისები გაძვირდა, ხარჯები გაეზარდათ. შემოსავლები კი არ გაზრდილა, იმიტომ რომ ყველა კონტრაქტი ლარში იყო დაფიქსირებული. მოხმარების ზრდა ყოველწლიურად 10% -15 %-ია ამ ინდუსტრიაში. ადამიანები უფრო ხშირად სარგებლობენ დაზღვევით. ხალხმა უფრო გაითავისა ეს სიკეთე, რაც რეალურად დაზღვევაა. ადრე თუ სადაზღვეო კომპანიას წელიწადში ერთხელ მიმართავდნენ, ახლა ორჯერ, სამჯერ და უფრო ხშირადაც მიმართავენ. რა თქმა უნდა, ამან გაზარდა ხარჯები. ჩვენი კომპანია არა მარტო შარშან და წელს გავიდა ზარალზე, არამედ რამდენიმე წელია ზარალზე ვართ, მაგრამ მომსახურების სფეროში ლიდერის ადგილი მოვიპოვეთ''- აღნიშნავს “პე-ეს-პე’’-ს დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი.

გადაცემა “ბიზნესკონტაქტში’’ ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, ქვეყანაში არსებობდეს სავალდებულო, ნებაყოფლობითი დაზღვევა, რომელიც ბიუჯეტსაც კი მოუხსნიდა წნეხს.

“უნდა იყოს სავალდებულო, ნებაყოფლობითი დაზღვევა და ვნც არ იქნება ნებაყოფლობით დაზღვეული, ის  სახელმწიფომ   შეზღუდული პაკეთით  უნდა დააზღვიოს. შემოვიღებდი სავალდებულო დაზღვევას ყველა დასაქმებულისთვის. ეს ბაზა არსებობს ფინანსთა სამინისტროში, ეს არიან ადამიანები, ვინც იხდიან საშემოსავლო გადასახადს და ისისნი სავალდებულო წესით უნდა იყვნენ დაზღვეულები. ეს გააცოცხლებდა ამ ინდუსტრიას, იმიტომ რომ დაზღვეულთა რაოდენობა კერძო სექტორში გაიზრდებოდა. ადამიანი სანამ ავად არ გახდება, დაზღვევა არ ახსენდება. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხის ადმინისტრირება. ბევრი პლიუსი აქვს ამ ნაწილს, ნაწილობრივ ბიუჯეტსაც მოეხსნება წნეხი’’-ამბობს ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი.