Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კახა კალაძე: ტარიფების შემცირება მოვახერხეთ, მაგრამ დღეს გვაქვს განსხვავებული რეალობა

56dfdf9b212fd
BM.GE
09.03.16 12:31
944
"თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ვიდეო მასალას, სადაც მე გამოვდივარ და ვსაუბრობ ტარიფების განახევრებაზე", - აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. კალაძის თქმით, მთავრობამ მოახერხა წინასაარჩენო დაპირების შესრულება ტარიფების შემცირების კუთხით, თუმცა როგორც მინისტრი განმარტავს, დღეს ქვეყანა განსხვავებულ რეალობაშია და ტარიფების ძველ ნიშნულზე დაბრუნება გარდაუბალი იყო.
 
"როდესაც მოვედით ხელისუფლებაში მაშინვე დავიწყეთ მუშაობა ტარიფების შემცირების კუთხით. პირველი იყო ელექტროენერგიის მიმართულებით და მართლაც წარმატებული იყო რადგან ჩვენ მოვახერხეთ და 4 თეთრით შევამცირეთ ელექტროენერგიის საფასური, ისე რომ ეს კომპანიებისთვის არ ყოფილიყო პრობლემა.

დღეს უკვე სამი წლის შემდეგ, გვაქვს განსხვავებული რეალობა ქვეყანაში, დოლარის გამყარებამ ლარის მიმართ გამოიწვია გარკვეული პრობლემები. ამან ენერგეტიკის დარგს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ტარიფის ისევ დაბრუნება ძველ ნიშნულზე გარდაუვალი იყო. თუ ეს არ მოხდებაოდა შესაძლოა საერთოდ ენერგეტიკა ჩამოშლილიყო.

ასევე მოხდა ბუნებრივ აირზე 5 თეთრით შემცირება ტარიფის. მე ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნოდ რაც იყო გაცემული პირობა ტარიფების შემცირებისა, ეს ჩვენ მოვახერხეთ, მაგრამ დღეს გვაქვს განსხვავებული რეალობა და მოგვიწია ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნება.

განახევრებს რაც შეეხება, თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ვიდეო მასალას, სადაც მე გამოვდივარ და ვსაუბრობ ტარიფების განახევრებაზე, ასეთი ისტორიაში არ ყოფილა", - განაცხადა მინისტრმა.