Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კახა კალაძე "გაზპრომზე": ჩვენ ვრჩებით ძველი კონტრაქტის პირობებში

56db04948c700
BM.GE
05.03.16 20:06
1213
საქართველო რუსეთისგან ტრანზიტის საფასურად, კვლავ გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს, - აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე "გაზპრომთან" მხოლოდ კონტრაქტის ხელმოწერა დარჩა.

„დარჩა მხოლოდ ხელმოწერა. შეთანხმების შინაარსი არის ის, რომ ჩვენ ვრჩებით ისევ ძველი კონტრაქტის პირობებში, რაც იყო წლების წინ და ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენ ბუნებრივი აირის სახით გატარებული გაზის 10%-ს მივიღებთ. მათი მხრიდან იყო მოთხოვნა ფინანსურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თუ მომავალ წელს ამაზე იქნება საუბარი, ჩვენ უფრო მყარი პოზიციებით ვიქნებით“, - განაცხადა კალაძემ.