Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კახა კალაძე: გვაქვს შესაძლებლობა ირანს, სომხეთის გავლით, მივაწოდოთ ელექტროენერგია

56c2d6ae50989
BM.GE
16.02.16 11:55
1037
ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფება. ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხება ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობას. კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ზაფხულის პერიოდში ირანს ელექტროენერგია მიაწოდოს, ხოლო ზამთრის პერიოდში კი ირანიდან სომხეთის გავლით, ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს.
 
"იმის შემდეგ, რაც ირანს სანქციები მოუხსნეს ამ ქვეყნის რესურსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალი საინტერესო პროექტები განხორციელდეს. ზოგადად საუბარი იყო ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობაზე.

გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჩვენ გვაქვს ჭარბი ელექტროენერგია და ჭარბი წყლის მოცულობები და ეს არის ის პერიოდი, როდესაც ირანს სჭირდება ელექტროენერგია. ირანი ახორციელებს ელექტროენეგიის იმპორტს სომხეთიდან, ჩვენ გვაქვს შესაძლბლობა რომ ირანს საქართველოდანაც მივაწოდოთ, სომხეთის გავლით ელექტროენერგია. ზამთარში, როდესაც ჩვენ გვჭირდება ელექტროენერგია, შეგვიძლია განვახორციელოთ ირანიდან იმპორტი სომხეთის გავლით", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ბუნებრივ აირის, მინისტრის განცხადებით, საკითხის განხილვა ხვალ მოხდება. კახა კალაძის განმარტებით, ირანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანა, ორი გზით, - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან არის შესაძლებელი.