Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კახა კალაძე: დედაქალაქის საინვესტიციო პორტფელი არ არსებობს

5a82b90997205
ელენე გოგბერაშვილი
13.02.18 14:07
785
"დედაქალაქის საინვესტიციო პორტფელი არ არსებობს", - ამის შესახებ თბილისის მერი, BM.GE-ს დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს. კახი კალაძე ამბობს, რომ თბილისს ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია, თუმცა სამწუხაროდ არ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც იქნება მოთავსებული საინვესტიციო პროექტები, რომელიც ინვესტორებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

"ზოგადად საქართველოს და ჩვენი დედაქალაქის მიმართ ძალიან დიდია უცხოელების მხრიდან ინტერესი. ასევე ქართული ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული. ჩვენ დაწყებული გვაქვს უკვე მუშაობა, რომ წარმოვადგინოთ ეს კონკრეტული პროექტები, ლოკაციები და ადგილები", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება თბილისის ზღვის განვითარების კონცეფციას, რომლის დოკუმენტიც წინა მერის დროს მომზადდა, კახა კალაძე ამბობს, რომ საინვესტიციო თვალსაზრისით თბილისის ზღვა საინტერესო ადგილია, თუმცა ეს პროექტი თანხვედრაში უნდა მოვიდეს თბილისის განვითარების გენერალურ გეგმასთან.