Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კახა კალაძე: არის საშიშროება რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ

56bdb37d36100
BM.GE
12.02.16 14:26
996
არის საშიშროება რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ, - აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით წყლის შემოდინება ენგურჰესზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს წინა წლებში იყო.
 
"რეალურად წყლის ნაკლებობა იყო, წელს არ იყო ისეთი შემოდინება, როგორც წლების განმავლობაში. დაახლოებით 2 კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და არის საშიშროება იმისა, რომ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებული გვაქვს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით იქნას მოგვარებული", - განაცხადა მინისტრმა.