12.Nov.2015 14:01
World

კატერინა ტიხონოვა - ვლადიმერ პუტინის ქალიშვილი მილიარდ დოლარიანი ქონებით და ფსევდონიმით

კატერინა ტიხონოვა  - ვლადიმერ პუტინის ქალიშვილი მილიარდ დოლარიანი ქონებით და ფსევდონიმით
რუსეთისფედერაციისპირველიპირის ვლადიმერპუტინისშვილისქონებამილიარდდოლარადშეფასდა. შეფასება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს ეკუთვნის, რომელმაც ამ თემაზე გამოძიება ჩაატარა. მამის გავლენისა და სახელის წყალობით გოგონამ საკმაოდ მალე მიაღწია ფინანსურ მწვერვალებს და პუტინისაგან განსხვავებით, არც თუ ისე მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა. თუკი გადავხედავთ პუტინის ქონებას, 2014 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, პრეზიდენტის შემოსავლებმა დაახლოებით 119 ათასი დოლარი შეადგინა, გარდა ამისა მის კუთვნილებაშია მიწის ნაკვეთი, პატარა ბინა და ავტოფარეხი. რაც შეეხება თავად მის უმცროს ქალიშვილს, რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კატერინა საზოგადოებრივ ყურადღებას მას შემდეგ გაურბოდა, რაც მამამისმა 2000 წელს პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. შესაბამისად მისი ცხოვრების შესახებ მხოლოდ მცირე დეტალები იყო ცნობილი, მანამ სანამ გვარის გადაკეთების შესახებ გავრცელდებოდა ინფორმაცია. 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კატერინა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილია, ტიხანოვის გვარს ატარებს. გამოძიებით ასევე გაირკვა, რომ 29 წლის კატერინა,  პუტინის ძველი მეგობრის, ბანკ "რასიას" აქციონერის შვილის, კირილ შამალოვის, მეუღლედ ითვლება და ისინი ერთად დაახლოებით ორი მილიარდის ოდენობის აქტივებს ფლობენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად თანხის დიდი წილი დაკავშრებულია გაზისა და ნავთობპროდუქტების უმსხვილეს კომპანიებთან, რომლებიც კირილმა, გენადი ტიმოშენკოსგან შეიძინა. ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტ პუტინის კიდევ ერთი მეგობარია. გარდა ამისა, ახალგაზრდა წყვილის სხვა აქტივებს შორის არის საფრანგეთში 3,7 მილიონი დოლარის ღირებულების ვილა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირები მაქსიმალურად ცდილობენ პირადი დეტალების გასაიდუმლოებას.. აქციების შესყიდვები, სახელმწიფო კომპანიებთან გარიგებები, უძრავი ქონების მართვა საფრანგეთში და პირადი კავშრები რუს ოლიგარქებთან, გარკვეულ შთაბეჭდილებებს გვიქმნის პუტინის შვილების ცხოვრების დეტალებზე.

კატერინა ჩართულია სამეცნიერო საქმიანობაში და დაკავებულიასაზოგადოებრივი პროექტებით მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დოკუმენტების შესწავლისას, აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტ პუტინის უმცროს ქალიშვილს, სახელმწიფო უწყებებთან რამდენიმე ხელშეკრულება აქვს დადებული, ასევე საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს უნივერსიტეტშიც. ის აკადემიური საბჭოს წევრი და ასევე ეროვნული ინტელექტუალურიგანვითარებისფონდისდირექტორია.

უნივერსიტეტისხელმძღვანელობასთანდაახლოებულმაპირმა Reuters-სანონიმურობისდაცვისპირობითაღნიშნული ინფორმაციადაუდასტურა.რაც შეეხება მის მრჩეველთა გუნდში შემავალ ადამიანებს, ისინი ძირითადად პუტინის უახლოესი გარემოცვიდან არის დაკომპლქტებული და სწორედ მათ შორის მოხვდა რუსეთის უშიშროების სამსახურის ორი ყოფილი თანამშრომელი , რომლებიც 1980-იან წლებში პუტინთან მსახურობდნენ, და მის შვილებს ბავშვობიდან იცნობდნენ.

კატერინა ტიხონოვა აკრობატული როკ-ენ-როლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია და ინტერნეტში იძებნება ვიდეორგოლები, სადაც იგი საკუთარ პარტნიორთან ერთად ცეკვავს. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ  კატერინა ტიხონოვამ ფსევდონიმი ბებიის - პრეზიდენტის ყოფილი ცოლის, ანუ ლუდმილა პუტინას დედის - ეკატერინა ტიხონოვას პატივსაცემად აიღო.
 
 
 
 
 
 
Author საქმიანი დილა



12.Dec.2018 19:59
40

Germany Prepares for No-Deal Brexit to Avert Financial Turmoil

More
07.Dec.2018 19:51
56

Uzbekistan is Central Asia's most populous country, comprising nearly half the region's total

More
04.Dec.2018 23:04
60

Global Markets Weekly Update - China

More
04.Dec.2018 23:03
66

Global Markets Weekly Update - Europe

More
04.Dec.2018 23:01
75

Global Markets Weekly Update - USA

More
03.Dec.2018 19:01
62

Stocks Rally, Bonds Fall on Trade Truce; Oil Gains: Markets Wrap

More