Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კანადურმა კომპანიამ კობი-გუდაურის სამთო კურორტის განვითარების გეგმა წარმოადგინა

571730276f8e3
BM.GE
20.04.16 11:29
1123
ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მოისმინა. მასშტაბური პროექტი მსოფლიოში ცნობილმა კანადურმა კომპანიამ „ეკოსაინმა“ მოამზადა. გეგმა ითვალისწინებს კობი-გუდაურის სამთო კურორტის განვითარების ახლებურ ხედვას, მის ტერიტორიაზე დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და დამსვენებლებისთვის ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, დოკუმენტის მიღების შემდეგ მოხდება კურორტის თანმიმდევრული განვითარება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მის საინვესტიციო მიმზიდველობას და გუდაურს აქცევს საერთაშორისო დონის კურორტად.
 
"კანადურმა კომპანიამ დაამთავრა კობი-გუდაურის განვითარების გეგმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტში წარმოდგენილია კობიც. გუდაურის მხარეს წარმოდგენილია 4 ძირითადი ზონა. სასრიალო ტრასებიდან ჩვენ მივიღებთ თითქმის გასამმაგებას და ავალთ 90 კილომეტრამდე. უნდა გაიზარდოს საწოლი რაოდენობები 16 000-მდე, რაც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ სწორად განვავითარებთ კურორტს", - განაცხადა მინისტრმა.