Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კაცები უპირატესობას MERCEDES-ს, ქალები კი TOYOTA-ს ანიჭებენ, - ყველაზე პოპულარული ავტომობილები საქართველოში

58f9c6f38cbf2
BM.GE
21.04.17 12:45
864
გასულ წელს საქართველოში ავტოპარკი 8%-ით გაიზარდა. ავტოპარკის 81,6%-ს მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის მიხედვით, რომელთა უმრავლესობა რუხი/ვერცხლისფერი (29%) და თეთრი (16%) ფერისაა. ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) 2007 წლამდეა წარმოებული. 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1,3%-ს შეადგენს.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია MERCEDES-BENZ-ის და OPEL-ის მარკის ავტომანქანები. 2016 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა NISSAN-ის (31%–ით) და TOYOTA-ს (31%–ით) რაოდენობები.

როგორც პირველადი რეგისტრაციებიდან ირკვევა, კაცები უპირატესობას MERCEDES-BENZ- ის მარკის ავტომანქანებს ანიჭებენ, ხოლო ქალები - TOYOTA-ს. მოდელებიდან კაცებში პირველ ადგილზეა MERCEDES-BENZ E, ხოლო ქალებში ლიდერობს NISSAN TIIDA.

3 წლამდე ასაკის ავტომანქანებიდან 2016 წელს ყველაზე მოთხოვნადი იყო TOYOTA (1398), რომელსაც მოსდევს FORD (350), HYUNDAI (290), MERCEDES-BENZ (269), SKODA (227) და ა.შ.

2016 წელს იმპორტის მოცულობა 4.7%–ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტ-რეექსპორტი 16.7%-ით შემცირდა. იმპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა დეკემბრის თვეში (მთელი იმპორტის 14.7%), ხოლო ექსპორტ-რეექსპორტისა - ოქტომბრის თვეში (მთელი ექსპორტ–რეექსპორტის 12.6%).

იმპორტიორ ქვეყნებში იაპონია კვლავ ლიდერია. იაპონიიდან იმპორტმა 2016 წელს მთელი იმპორტის 45% შეადგინა.