Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჟურნალი Time ისტორიაში ყველაზე გავლენიან მოწყობილობებს ასახელებს

5730705ac08af
BM.GE
09.05.16 15:09
1249
ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა Time 50 მოწყობილობის სია შეადგინა, რომლებსაც რედაქციის თვალსაზრისით, ადამიანის სიცოცხლესა და ელექტრონიკის ისტორიაზე ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდათ. სიის რეიტინგში პირველი ადგილი, iPhone-მა დაიკავა. „ Apple იყო პირველი კომპანია, რომელმაც iPhone-ის სახით მასობრივ ბაზარზე მომხმარებლისთვის ტელეფონების ეპოქა გახსნა", - წერს გამოცემა.
 
მეორე ადგილი რეიტინგში Sony Trinitron-ის ტელევიზორებს ერგო, რომელთა წარმოებაც 1968 წელს დაიწყო, ხოლო მესამე ადგილზე Apple-ის კიდევ ერთი პროდუქტი კომპიუტერი Macintosh-ი ვიხილეთ. რეიტინგში Apple-ის სხვა პროდუქციაც მოხვდა. კერძოდ iPod-ი, iPad-ი და iBook.

სიის ხუთეულს IBM Model 5150 ხურავს, რომელიც 1981 წელს გამოვიდა.

ამერიკულმა გამომცემლობამ შემდეგი ადგილები ასე გაანაწილა:

1. სმარტფონი Apple iPhone
2. ტელევიზორი Sony Trinitron
3. კომპიუტერი Apple Macintosh
4. Sony Walkman
5. კომპიუტერი IBM Model 5150
6. ფონოგრაფი Victrola
7. რადიო მოწყობილობა  Regency TR-1
8. ფოტოკამერა Kodak Brownie
9. Apple iPod