Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ივანიშვილი: მობრძანდეს გოცირიძე და დაასაბუთოს კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს

56841fa970451
BM.GE
30.12.15 22:00
1199
"მობრძანდეს გოცირიძე, მობრძანდეს სხვაც და სპეციალისტი თუა სპეციალისტებს დაუსაბუთოს და მიანიშნოს, აი კიდევ ეს შეიძლება გაკეთდეს", - აღნიშნულის შესახებ გადაცემაში „2030“ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ყოფილი პრემიერი ეკონომისტებსა და ექსპერტებს საზოგადოება 2030-ის კონფერენციებზე დასწრებას და საკუთარი ხედვების წარმოჩენას ურჩევს.
 
"ჩვენ ჩვენს კონფერენციებზე ვიწვევთ სპეციალისტებს და ვეკითხებით, კიდევ რისი გაკეთება შეიძლებოდა. ის გოცირიძეც იქ მოძვრება, ნახევარს დაესწრება, მერე გადის, სპეკულირებს გამონათქვამებით საკუთარი თავის. მობრძანდეს გოცირიძე, მობრძანდეს სხვაც და სპეციალისტი თუა სპეციალისტებს დაუსაბუთოს და მიანიშნოს, აი კიდევ ეს შეიძლება გაკეთდეს. სხვებსაც ამას მივანიშნებ ეკონომიკობას და ექსპერტობას, რომ იჩემებენ, - მობრძანდნენ კონფერენციაზე და გვაჩვენონ თავის ხედვა. ჯერ-ჯერობით არცერთი არ ჩანს, ყველა მოწვეულები არიან, გოცირიძე არ გამოგვრჩება, - ეს გოცირიძე ამოვიჩემე გვარი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.