Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იტალიის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

57054cae2520f
BM.GE
06.04.16 22:05
1492
ვებგვერდზე: http://borseonline.esteri.it დაიწყო ონლაინ რეჟიმში განაცხადების წარდგენის პროცედურა იტალიის მთავრობის მიერ 2016-2017 აკადემიური წლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიების მისაღებად.
 
იტალიის საელჩოს ცნობით, განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება რეგისტრაციის თანახმად, ონლაინ რეჟიმში შევსებული ანკეტის "Borse on line" სახით. ონლაინ რეჟიმში შევსებული ანკეტის საბოლოო ვერსიის გაგზავნის ბოლო ვადაა საქართველოს დროით, 16 აპრილის 02.00 საათი.

ყოველი სტიპენდია შეადგენს თვიურად 820 ევროს. საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 36 თვის რაოდენობის სტიპენდია.

სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში სწავლის ხანგრძლივობა შესაძლოა იყოს, 3 თვე, 6 თვე და 9 თვე. მსურველებს სწავლის გაგრძელება შეუძლიათ, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე.

დამატებით ინფორმაციას აპლიკაციის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე
დამატებით ინფრმაციას სასტიპენდიო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე