22.Dec.2015 21:04
Business

იტალიაში მოხვედრილი ქართული ქვევრის ღვინის ისტორია და ღვინის ტურიზმით შექმნილი მოტივაცია

იტალიაში მოხვედრილი ქართული ქვევრის ღვინის ისტორია და ღვინის ტურიზმით შექმნილი მოტივაცია
"2007 წელს ბაღდათში, სოფელ მეორე ობჩაში ჩასულმა ტურისტებმა ქართული ღვინის მარნები მოინახულეს. სტუმრების განსაკუთრებული მოწონება ღვინის დაყენების ტრადიციულმა მეთოდმა და ქვევრის ღვინომ დაიმსახურა. იტალიელებმა მეპატრონეს ქვევრის დაყენების ინსტრუქციაც სთხოვეს.
 
რამოდენიმე წლის შემდეგ, სოფელ მეორე ობჩაში მდებარე მარანი ღვინის ტურიზმის რუკაზე აღმოჩნდა. ადგილზე ჩასული იტალილელების გაკვირვებას ქვევრის ღვინო აღარ იწვევს, რადგან როგორც მეპატრონეს ტურისტები ეუბნებიან მსგავსი ტექნოლოგია იტალიის ერთ-ერთ სოფელში რამოდენიმე წლის წინ დაინერგა..." - ეს ერთ-ერთ ერთი ისტორიაა, რომელსაც ზურაბ ღვალაძის ღვინის მარანი ინახავს. როგორ უნდა მოხვდეს თქვენი ვენახი ტურისტულ რუკაზე და რისი სწავლა შეიძლება ტურისტებისგან? – "ბიზნესკონტაქტი" მეღვინე, ზურაბ ღვალაძეს ესაუბრა.

- რატომ გადაწყვიტეთ ღვინის ტურიზმში ჩართვა და რამდენად მარტივი იყო ეს პროცესი?

- ღვინის წარმოება და მევენახეობა ჩვენი ოჯახის დიდი ტრადიციაა, თუმცა ყველაფერი შეიცვლა მას შემდეგ, რაც ღვინის კლუბის ერთ-ერთ პროექტში ჩავერთეთ. 2011 წელს ჩვენი ღვინო ბოთლებში ჩამოისხა, იმ წელსვე პროექტის ორგანიზატორებმა „ღვინის გზის" პროექტი დაიწყეს და ჩვენც დაგვიკავშირდნენ. დღეს, ჩვენი მარანი „Wine route-ს„ რუკაზე 70 მარნიდან ერთ-ერთია. დასაწყისისთვის ბევრი პრობლემა იყო, პირველ რიგში ინფრასტრუქტურა უნდა შემეცვალა. პრობლემა თვითონ ტურსტებმა გადაგვაჭრევინეს, - მათმა ხშირმა ჩამოსვლამ, დამოკიდებულებამ, ჩვენს მოტივაციაზე ძალიან დადებითად იმოქმედა. მეღვინობამ და ღვინის ტურიზმმა დამანახა, რომ სოფელში ცხოვრება ძალიან სასარგებლოა და თან ძალიან საჭიროც.

- რამდენად ხშირად გსტუმრობენ ტურისტები და უმეტესად რა იწვევს მათ დაინტერესებას?

- ტურისტები რუკებით გვაგნებენ. ყველაზე მეტად აინტერესებთ ღვინის დაყენების წესები და სხვაობა უშუალოდ ღვინოებს შორის. როდესაც ვეუბნები რომ ღვინოც და ჭაჭაც ჩემი დაყენებულია, ძალიან უკვირთ.

მოსავლის მთლიანი რაოდენობა სამიდან ხუთ ტონამდეა, წელიწადს გააჩნია. ორი წლის განმავლობაში ჩემი ღვინო ,,ღვინის კერისა“ და ,,ღვინის კლუბის“ ერთობლივი პროექტით ჩამოისხა და თბილისში იყიდებოდა. ამ ბოლო წლებში კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, წელს მოყვანილი სამ ტონამდე ღვინო უკვე გაიყიდა. წელს ჩემი ღვინო ორ მაღაზიაში გაიყიდება.

- რამდენად დიდი პოტენციალი აქვს დღეს საქართველოში ღვინის ტურიზმს?

- ღვინის ტურიზმს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს, ყველა კუთხეში დიდი ან მცირე მარანია, ყველა განსხვავებული. ყველა ტურისტის სურვილია- ნახოს მრავალფეროვნება, გასინჯოს განსხვავებული გემო. საქართველოში ტურისტები ბევრი მიზეზის გამო ჩამოდიან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ღვინოცაა. ჩემი ტურისტებისგან ბევრი დადებითი ემოცია მოდის ქართულ ღვინოზე, თანაც ტერუარიც გავლენას ახდენს.

მახსოვს ერთი შემთხვევა, იტალიელების ჯგუფი იყო ჩამოსული 2007 წელს. ქვევრზე (ჩვენებურად ჭურზე) და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქცია გვთხოვეს. ძალიან მოეწონათ ღვინოც, - შროშაში აპირებდნენ ქვევრების ყიდვას და გემით გაგზავნას. შარშან ერთი იტალიელი ოჯახი იყო ჩამოსული, ჩვენც მოგვინახულეს, საუბრისას გაირკვა, რომ მათ მხარეში ქვევრების ტრადიცია საქართველოდან ჩაიტანეს სწორედ ჩვენმა იტალიელებმა. ძალიან გამიხარდა, რომ ასე დასრულდა ყველაფერი.

ჩემი მთავარი სურვილი კი ის არის, რომ ჩემი ოჯახისა და სოფელში მცხოვრები ადამიანებისთვის მეტი მოტივაცია შევქმნა. ვწუხვარ, რომ სოფლები იცლება, აღარავინაა ხმის გამცემი. ერთადერთი რაც შემიძლია გავაკეთო - კარგი მაგალითის მიცემაა.

- რა პრობლემებს აწყდებით ბიზნესის განვითარების პერიოდში?

პირველი მთავარი პრობლემა - მოტივაციის კრიზისია, ბევრი შრომა გჭირდება გასაკუთრებით მაშინ, როცა მცირე ბიზნესს იწყებ. ფერმერობა რთულია, შენ აწარმოებ, შენვე უნდა იზრუნო ცნობადობაზე და გაყიდვაზეც. ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია და ძალიან რთულია. ყველაზე კარგად მევენახეობა და ღვინის დაყენება გამომდის, ბაზარზე გასვლა კი ძალიან საინტერესო პროცესია. ჩემთვის სტიმულის მომცემია ვიყო ღვინის კლუბისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრი. მათი მხრიდან დაინტერესება და რჩევების მიღება ძალიან მეხმარება- ვაწარმოო უკეთესად.



17.Dec.2018 13:41
52

Davit Mirtskhulava: The Government Has New Propositions for Khudoni HPP

More
17.Dec.2018 13:40
37

“All Necessary Funds Have Been Mobilized for the First Phase of Construction for the Anaklia Port”

More
11.Dec.2018 19:46
108

IC Group Insurance Company has been Sold

More
11.Dec.2018 19:35
93

BM.ge Exlcusive: Rustavi Metallurgical Plant to Stop Production

More
11.Dec.2018 12:55
63

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
07.Dec.2018 19:48
76

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More