Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ისრაელის ავიაკომპანია "El Al Israel Airlines" თბილისისა და ბათუმის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას გეგმავს

56a77b01408d0
BM.GE
26.01.16 17:54
1019
ისრაელის ავიაკომპანია "El Al Israel Airlines" მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებას გეგმავს. 

საქართველოსთან მიმართებაში ავიაკომპანია "El Al Israel Airlines"-ის გეგმებისა და ქვეყნის საავიაციო ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს გაცნობის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, “TAV Georgia”-ს, ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“-ისა და მისი შვილობილი ავიაკომპანია "Sun d'Or"-ის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ისრაელის წამყვანი ავიკომპანიის მიერ მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონიდან ორი ქვეყნის ქალაქებს შორის რეგულარული რეისების დაწყების შესაძლებლობაზე. როგორც ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, კომერციული თვალსაზრისით საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისთვის საჭირო წინამოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური და პროცედურული ხასიათის კონსულტაციები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს როგორც ავიაკომპანიასთან, ისე ისრაელის საავიაციო ხელისუფლებასთან.

წინასწარი ინფორმაციით, თელავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას "El Al Israel Airlines" 2016 წლის ზაფხულის სეზონიდან გეგმავს. საჰაერო მიმოსვლა თელავივსა და თბილისს შორის განხორციელდება კვირაში 1 სიხშირით, ხოლო თელავივსა და ბათუმს შორის კვირაში 2 სიხშირით, ბოინგ 737-800 დაბოინგ 737-900 ტიპის საჰაერო ხომალდებით.