Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ირანის ელჩი: იგეგმება ელექტროენერგიის გაცვლა ირანსა და საქართველოს შორის

5922f42f22f38
BM.GE
22.05.17 18:19
803
"ირანს შეუძლია დააკმაყოფილოს საქართველოს ბაზრის მოთხოვნები გაზისა და ნავთობის მიმართულებით და ზოგადად ენერგო რესურსების მიწოდების მიმართულებით“, - განაცხადა ირანის ელჩმა საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ინტერესი ოარმხრივია, რადგან საქართველო ირანისთვის თავისუფლად შეიძლება გახდეს გამტარი ქვეყანა წარმოებისა და ვაჭრობის თვალსაზრისით.

„ვთვლი, რომ თქვენი რეგიონი იმდენად საინტერესო და სტრატეგიულია გეოგრაფიული თავლსაზრისით, რომ აქ მუდამ მეგა პროექტები უნდა ხორციელდებოდეს წევრი ქვეყნების მიერ“, - ამბობს ელჩი.

ამასთან საქართველოში ირანის ელჩი მიიჩნევს, რომ მსგავსი მეგა პროექტი ირან-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებშიც განხორციელდება. პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლა უკვე დასრულებულია, 4 ტექნიკური სესიაც ჩატარდა და მეხუთე სესიაც მომავალ თვეში გაიმართება.

„პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მაგალითად როგორებიცაა სერვისი, ტურიზმი, ტრანსპორტი და ასე შემდეგ. თუმცა ყველაზე მასშტაბური თანამშრომლობა მაინც ნავთობისა და გაზის იმპორტისა და წარმოების კუთხით იგეგმება. დანამდვილებით რაც შემიძლია გითხრათ, ის არის რომ ორ ქვეყანას შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში ნავთობპროდუქტების მწამროებელი ქარხნის აშენების შესახებ. გეტყვით იმასაც, რომ იგეგმება ელექტროენერგიის გაცვლაც ირანსა და საქართველოს შორის, თუმცა ამავდროულად განიხილება ამ ელექტროენერგიის გატანა სხვა ქვეყნებშიც საქართველოს მეშვეობით. გარდა ზემოთხსენებული სფეროებისა დავამატებ, რომ ირანი დაინეტრესებულია საქართველოში სამშენებლო და ჰიდრორესურსების მიმართულებითაც. ირანს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს აღნიშნულ სექტორებში მუშაობის და საქართველოს პოტენციალის გამოყენებით უდავოდ შეიძლება მეგა პროექტების განხორციელება", - აცხადებს ელჩი.