Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ირანი და სამხრეთ კორეა 5 მილიარდი ევროს მოცულობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს

56d3e10ecaafd
BM.GE
29.02.16 10:09
1357
ირანი და სამხრეთ კორეა 5 მილიარდი ევროს მოცულობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ISNA-ს ინფორმაციით, ირანული მხარე არ აზუსტებს, კონკრეტულად რაზე იქნება მიმართული კორეასგან მიღებული თანხა. ირანისათვის მოხსნილი ეკონომიკური საქნციების ფონზე, ქვეყანა აქტიურად ცდილობს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დალაგებას.

17 იანვარს შეერთებულმა შეტატებმა და ევროკავშირმა გადაწყვიტეს ირანისათვის დაწესებული სანქციები მოეხსნათ, რომელიც ბირთვული პროგრამის გამო იყო დაწესებული. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ ყველა სანქცია გაუქმდებოდა. იგივე პოზცია დააფიქსირა ფედერიკა მოგერინიმ, რამაც ირანსიათვის ამ დრომდე ჩაკეტილი ბევრი კარი გახსნა და ქვეყანამ ეკონომიკური პროექტების გაფართოვებისათვის მუშაობა დაიწყო.